1. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ პროგრამის – პროფესიონალური/ხარისხიანი შინმოვლა განხორციელების მიზნით.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენელთა მიერ შეირჩევიან ერთობლივად.
3. „პროფესიონალური/ხარისხიანი შინმოვლა“ გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათ სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, ბენეფიციარებს ემსახურება მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინირებული გუნდი (ექიმი, ექთანი, ექთნის ასისტენტი, სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური ასისტენტი