1. სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დანერგილი ერთიანი ელექტრონული სერვისების მართვის სისტემის საშუალებით საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოძახება.
3. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
4. პროგრამის მიმდინარეობაზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
5. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების ფორმით.
6. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო