ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ,,დღის ცენტრების" ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ორგანიზაციამ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციაპლიტეტის მერის სახელზე; ბ) ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის ნომერი; გ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (მიმდინარე თვის); დ) 2017 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №601 დადგენილებით სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებზე გაცემული მიმდინარე თვის გააქტიურებული მომსახურეობის ვაუჩერის ასლები.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ