1. ავტორიზებული სასწავლებლებისა  და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით,  წელიწადში არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში  ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

ე) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებ