1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობისა) ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე, წარჩინებული ახალგაზრდების რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯები.
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობისა) ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული იმ წარჩინებული ახალგაზრდების სწავლება, რომლებიც ირიცხებიან კულტურულ ან სპორტულ სპეციალიზებულ სკოლებში.
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) სწავლის ან გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ