ინტერნირებულ სასულიერო პირებს უფლება აქვთ თავისუფლად შეასრულონ თავიანთი მსახურება ერთმორწმუნეთა შორის. ამ მიზნით, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უზრუნველყოფს მათ თანაბარ განაწილებას იმ ინტერნირების ადგილებს შორის, სადაც იმყოფებიან ერთსა და იმავე ენაზე მოსაუბრე და ერთი აღმსარებლობის ინტერნირებულები. თუ ასეთი სასულიერო პირების რაოდენობა არასაკმარისია, სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს საჭირო საშუალებებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებით, რათა მათ შეძლონ გადაადგილება ინტერნირების ერთ ადგილიდან მეორეში და საავადმყოფოებში მყოფი ინტერნირებულების მონახულება. სასულიერო პირებს უფლება აქვთ თავისუფლად აწარმოონ მიმოწერა თავიანთი მსახურების საკითხებთან დაკავშირებით იმ ქვეყნის რელიგიურ ხელისუფლებასთან, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, და, შეძლებისდაგავარდ, თავიანთი აღმსარებლობის საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან. აღნიშნული მიმოწერა არ ჩაითვლება 107-ე მუხლში მითითებულ კვოტაში, თუმცა მასზე ვრცელდება 112-ე მუხლის დებულებები.

როდესაც ინტერნირებულებს არ აქვთ თავიანთი აღმსარებლობის სასულიერო პირის სულიერი დახმარების მიღების შესაძლებლობა, ან ასეთი სასულიერო პირები არასაკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, იმავე აღმსარებლობის ადგილობრივ სასულიერო ხელისუფლებას შეუძლია, იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, დანიშნოს შესაბამისი სასულიერო პირი ან, თუ ეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია, გამოყოს მსგავსი რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირი ან სათანადოდ კვალიფიცირებული ერისკაცი. ასეთი პირები ისარგებლებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი საშუალებებით. ამგვარად დანიშნული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა წესი, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნი