ინტერნირებულთა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს სულ მცირე თვეში ერთხელ. ამ შემოწმებების მიზანი, საკუთვრივ, არის ზედამხედველობა ინტერნირებულთა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და სისუფთავეზე, აგრეთვე გადამდები დაავადებების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, მალარიისა და ვენერიული დაავადებების გამოვლენა. ასეთი შემოწმებები მოიცავს, თითოეული ინტერნირებულის წონის შემოწმებას და სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რადიოსკოპიულ გამოკვლევას.
რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა