მუხლი 31🔗

სამხედრო ტყვეთა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, თვეში ერთხელ. სამედიცინო შემოწმებისას შემოწმდება და ჩაიწერება თითოეული სამხედრო ტყვის წონა. კერძოდ, ეს შემოწმებები მიზნად ისახავს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და სამხედრო ტყვეთა სისუფთავეზე ზედამხედველობას, აგრეთვე გადამდები სნეულებების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, მალარიისა და ვენერიული დაავადებების გამოვლენას. ამისათვის გამოიყენება ყველაზე ეფექტური ხელმისაწვდომი მეთოდები, მაგალითად, ტუბერკულოზის ადრეულ სტადიაში გამოსავლენად  მიკროფირზე  პერიოდული ზოგადი რენტგენის სურათების გადაღებ