სამხედრო ტყვეები, რომლებიც მძიმედ არიან ავად ან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, უნდა განთავსდნენ მათი მკურნალობის შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინაც კი, თუკი ახლო მომავალში მოსალოდნელია მათი რეპატრიაცია. განსაკუთრებული პირობები შეიქმნება ინვალიდების, კერძოდ, ბრმების მოსავლელად და რეპატრიაციის მოლოდინში მათ სარეაბილიტაციოდ.

სამხედრო ტყვეებს სამედიცინო დახმარებას უპირატესად იმ სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალი აღმოუჩენს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და რომელიც, შეძლებისამებრ, იგივე ეროვნული კუთვნილებისაა. არ შეიძლება ხელი შეეშალოს სამხედრო ტყვეთა სამედიცინო პერსონალთან მიღებაზე მისვლას. ტყვედ ამყვანი ხელისუფლება ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელიც მკურნალობს, მისი თხოვნის საფუძველზე, მისცემს ოფიციალურ ცნობას დაავადების ან ჭრილობის ხასიათის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და ხასიათის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაეგზავნება.

სამხედრო ტყვეთა მკურნალობის ხარჯებს, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაიმე მოწყობილობების, კერძოდ, კბილის ან სხვა პროთეზების და სათვალეების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, გაიღებს დამატყვევებელი სახელმწიფ