დღისით და ღამით სამხედრო ტყვეების განკარგულებაში იქნება საპირფარეშოები, რომლებიც ჰიგიენის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ყველა ბანაკში, სადაც სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საპირფარეშოები უნდა გამოიყოს.
აბანოებისა და საშხაპეების გარდა, რომლებიც ბანაკებში მოეწყობა, სამხედრო ტყვეები სხეულის ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისა და თეთრეულის გასარეცხად საკმარისი წყლითა და საპნით იქნებიან უზრუნველყოფილნი; საამისოდ გამოიყოფა მათთვის საჭირო სათავსოები, საშუალებები და დრ