დამატყვევებელმა სახელმწიფომ მომუშავე სამხედრო ტყვეები, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს კვების დამატებითი რაციონით.

სამხედრო ტყვეები უნდა მოამარაგონ სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით. თამბაქოს მოწევა ნებადართული უნდა იყოს.

სამხედრო ტყვეები შესაძლებლობების მაქსიმალურ ფარგლებში ჩაერთვებიან თავიანთი საკვების მომზადების პროცესში. ამ მიზნით შესაძლებელია სამზარეულოში მათი დასაქმება. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ კერძები მათ ხელთ არსებული დამატებითი პროდუქტებისგან.

კოლექტიური სადილობისათვის სათანადო სათავსოები უნდა გამოიყოს.

აკრძალულია კვებასთან დაკავშირებული ყოველგვარი კოლექტიური დისციპლინური სასჯელის დაკისრებ