სამხედრო ტყვეებს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე შეიძლება ნაწილობრივი ან სრული თავისუფლება მიენიჭოთ იმდენად, რამდენადაც ასეთი რამ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაშვებული, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კერძოდ, ეს ღონისძიება მაშინ გამოიყენება, როდესაც მას შეუძლია ტყვეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. არ შეიძლება ტყვეთა იძულებით პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებაზე დათანხმება.
საომარი მოქმედებების დაწყებისას კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე მოწინააღმდეგე მხარეს აცნობებს იმ კანონებსა და წესებს, რომელიც მის მოქალაქეებს ნებას რთავს ან უკრძალავს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებას დაეთანხმონ. ამგვარად შეტყობინებული კანონებისა და წესების შესაბამისად პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები ვალდებული არიან საკუთარი ღირსებით ზუსტად შეასრულონ აღებული ვალდებულებები როგორც იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ისე მათი დამატყვევებელი სახელმწიფოს მიმართაც. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, მათგან არ უნდა მოითხოვოს ან არ უნდა მიიღოს რაიმე სამსახური, რომელიც მათ მიერ მიცემულ სიტყვას ან პირობას ეწინააღმდეგებ