არაჯანსაღ ან მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო კლიმატის პირობებში ინტერნირებული სამხედრო ტყვეები პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გადაიყვანონ უფრო ხელსაყრელი კლიმატის ადგილებში.

დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს ბანაკებში ან ბანაკის სექტორებში განათავსებს მათი ეროვნების, ენისა და ჩვეულებების გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამხედრო ტყვეებს იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეებისგან არ განაცალკევებენ, რომელშიც ისინი ტყვედ ჩავარდნის მომენტში მსახურობდნენ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამაზე თანხმობას თავად ტყვეები გამოთქვამე