კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულებები გამოიყენება სამხედრო ტყვეების საძილე სათავსოების მიმართ, როგორც ფართობის საერთო ზომისა და მინიმალური კუბატურის, ისე აღჭურვილობისა და საძილე საშუალებების, მათ შორის, საბნების თვალსაზრისით.

სამხედრო ტყვეების ინდივიდუალური ან კოლექტიური მოხმარებისათვის განკუთვნილი შენობები მთლიანად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, საკმარისად უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით სიბნელის დადგომასა და სინათლის გამორთვის დადგენილი დროის შორის მონაკვეთში. მიღებული უნდა იყოს ყველა ხანძარსაწინააღმდეგო ზომა.

იმ ბანაკებში, სადაც მამაკაცებთან ერთად სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საძილე სათავსოები უნდა უზრუნველყო