მუხლი 37🔗

იმ შემთხვევებში, როცა სამხედრო ტყვეები დაკავებული სამხედრო სასულიერო პერსონალის წარმომადგენლის ან მათი აღმსარებლობის სამხედრო ტყვე სასულიერო პირის სულიერი დახმარებით არ სარგებლობენ, დაინტერესებულ სამხედრო ტყვეთა თხოვნით, ამ მოვალეობათა შესასრულებლად მათი ან მსგავსი აღმსარებლობის სასულიერო პირი დაინიშნება, ან თუ ასეთი პირი არ ჰყავთ, ამ საქმის მცოდნე სამოქალაქო პირი, თუ ეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია. ეს დანიშვნა უნდა დაამტკიცოს დამატყვევებელმა სახელმწიფომ. ის დაინტერესებული სამხედრო ტყვეების საზოგადოების თანხმობითა და, საჭიროების შემთხვევაში, იმავე აღმსარებლობის ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლების დასტურით უნდა განხორციელდეს. ამგვარად დანიშნული პირი ვალდებული იქნება დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დისციპლინისა და სამხედრო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული წესებით იმოქმედო