1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის, ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების  ვეტერანის დაკრძალვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება განისაზღვროს – 250 ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ)  ომის,        სამხედრო   და  თავდაცვის  ძალების   ვეტერანის   მოწმობის   ქსეროასლი და იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ     მუხლით         გათვალისწინებული დახმარება      გაიცემა მუნიციპალიტეტის  მერის   ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზ