ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2023 წლის 6 თებერვალი დაბა ხარაგაული |
|
2. სამედიცინო გამოკვლევებისთვის – არაუმეტეს 500 ლარისა.
3. მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას:
ა) ეპილეფსია;
ბ) პარკინსონი;
გ) ბრონქიალური ასთმა;
დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია.
ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს.
4. იშვიათი დაავადების მქონე 1 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიკური საკვებით უზრუნველყოფა წლის განმავლობაში 3000 ლარამდე.
5. ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება წლის განმავლობაში 2000 ლარამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მეორე, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (პირველი პუნქტის შემთხვევაში);
ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (საჭიროების შემთხვევაში);
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;
ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
10. გამონაკლის შემთხვევაში, მერის წარმადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის ან მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დამატებით წარმოდგენილია სხვა დამამძიმებელი გარემოებები, დახმარების ოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც მასალები განსახილველად გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ. დახმარების განმეორებით ან დაწესებული ლიმიტის არეალის ზემოთ გაცემის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გასცეს დაწესებული დახმარების არაუმეტეს ორმაგი ოდენობა.
ა) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პირს, ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის/ნაწილების შესაძენად - წელიწადში 1200 ლარის ოდენობით;
ბ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვს მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებით – 1200 ლარამდე;
გ) შშმ პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები - თვეში 50 ლარის ოდენობით.
დ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს, დიაგნოსტიკის და თერაპიის მიზნით -2000 ლარამდე.
2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში;
ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
თ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. დახმარება გაიცემა მერის წარმოადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ბენეფიაციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და საბანკო ანგარიშის მონაცემები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი და იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისთვის გაიწევა დახმარება 300 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ზ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4. დახმარების მისაღებად ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავმა/ მეზობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;
დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. ლეიკემიით დაავადებულებს დახმარება გაეწევათ წელიწადში 600 ლარის ოდენობით;
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
გ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) შვილის/შვილების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მერის წარმომადგენლის შეუამდგომლობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.
ა) მარჩენალდაკარგულ 21 წლამდე ასაკის პირზე, რომელსაც გარდაცვლილი ყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
ბ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ 21 წლამდე ასაკის პირზე. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირის/პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი (პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) ცნობა შესაბამისი სტრუქტურიდან რეინტეგრირების შესახებ (პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ა) დიდი სამამულო ომის ვეტერანებს;
ბ) უსინათლოთა კავშირში რეგისტრირებულ უსინათლოებს;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ დევნილებს.
2. დახმარება განისაზღვრება თვეში 50 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისდ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიცარების დახმარება გაიწევა უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის მიერ ყოველთვიურად მოწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიარმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა იმ ოჯახებს, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება წელიწადში 2000 ლარის ოდენობით;
ბ) 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს, 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისდ.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ა) ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
ბ) ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
გ)1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებისათვის – 300 ლარის ოდენობით;
დ) დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
ე) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებისათვის – 200 ლარის ოდენობით.
2. საკვები პროდუქტის შეძენა ან/და ფინანსური დახმარება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზიდან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის შერჩევა და შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა ხდება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა, ფინანსური დახმარების მიზნით, მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;
ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.
2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ა) პირველი კატეგორია – 1200-დან 1500 ლარამდე;
ბ) მეორე კატეგორია – 500-დან 1200 ლარამდე;
გ) მესამე კატეგორია – 200-დან 500 ლარამდე.
2. დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.
2. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე).
3. დახმარება გაიწევა განცხადების ან სოციალური მუშაკის მოკვლევის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4. ოჯახში ვიზიტს ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია ან სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. კომისიის დასკვნის საფუძველზე ოჯახს გაეწევა შესაბამისი დახმარება.
2. დახმარებისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საჭიოების შემთხვევაში.
3. დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.
2. დახმარების მიღება გახორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე და გასცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვროს არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.
3. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საჭიროებიდან გამომდინარე).
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
2. სამსახური უზრუნველყოფს ადმინიტრაციულ დაპირებაში მითითებული ვადების დაცვას თანხის ჩარიცხვაზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირებას ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.
2. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახლის (შენობის) დაზიანების ხარისხი შემოწმებულია კომისიის მიერ და მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორია, მაგრამ კომისიის დასკვნის შედგენიდან ერთი წლის განმავლობაში ვერ იქნა გაწეული შესაბამისი დახმარება, განაცხადის ხელახალი გადამოწმების შესახებ.
გ) გამონაკლისის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება, სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის დახმარების განმეორებით გაცემაზე, თუ მათ პირველ ჯერზე გაცემული თანხა უკვე მიზნობრივად აქვთ გამოყენებული და არსებობს შესაბამისი დასკვნა.
დ) უშუალოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა შემთხვევაში, დადგენილი თანხის ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.
ე) ერთი და იმავე კატეგორიის ბენეფიციარის შემთხვევაში უპირატესად განიხილოს ის განცხადება, რომელშიც დამატებით წარმოდგენილია დამამძიმებელი გარემოებები მოქალაქის ჯანმრთელობისა და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
3. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი.
2.კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომიის სხდომის ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის" დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 06/04/2021 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016425).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობეზე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე
დანართი