1. კალენდარული წლის განმავლობაში მატერიალური დახმარება გაეწევათ:
ა) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პირს, ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის/ნაწილების შესაძენად - წელიწადში 1200 ლარის ოდენობით;
ბ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვს მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებით – 1200 ლარამდე;
გ) შშმ პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები - თვეში 50 ლარის ოდენობით.
დ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს, დიაგნოსტიკის და თერაპიის მიზნით -2000 ლარამდე.
2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში;
ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
თ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ