1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს მატერიალურ ხელმოკლეობას. დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.

5. ამ     მუხლით         გათვალისწინებული   დახმარება   გაიცემა   მუნიციპალიტეტის   მერის    ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზ