1. ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევათ:

ა) დიდი სამამულო ომის ვეტერანებს;

ბ) უსინათლოთა კავშირში რეგისტრირებულ უსინათლოებს;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ დევნილებს.

2. დახმარება განისაზღვრება თვეში 50 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული  ინფორმაციის შესაბამისდ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიცარების დახმარება გაიწევა უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის მიერ ყოველთვიურად მოწოდებული სახელობითი სიის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა  ბენეფიარმა  წლის  დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

7. ამ  მუხლით გათვალისწინებული დახმარება  გაიცემა  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზ