1. ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება:
ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;
ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.
2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ