1. დახმარება გაიწევა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების მიზნით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეპროგრამით და აუცილებელია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
2. დახმარების მიღება გახორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე და გასცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვროს არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.
3. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საჭიროებიდან გამომდინარე).
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ