1. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.
2. სამსახური უზრუნველყოფს ადმინიტრაციულ დაპირებაში მითითებული ვადების დაცვას თანხის ჩარიცხვაზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირებას ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას