კომისია უფლებამოსილია:

1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

2. მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილია  მიიღოს   გადაწყვეტილება:

ა) სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახლის (შენობის) დაზიანების ხარისხი შემოწმებულია კომისიის მიერ და მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორია, მაგრამ კომისიის დასკვნის შედგენიდან ერთი წლის განმავლობაში ვერ იქნა გაწეული შესაბამისი დახმარება, განაცხადის ხელახალი გადამოწმების შესახებ.

გ) გამონაკლისის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება, სტიქიით დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის დახმარების განმეორებით გაცემაზე, თუ მათ პირველ ჯერზე გაცემული თანხა უკვე მიზნობრივად აქვთ გამოყენებული და არსებობს შესაბამისი დასკვნა.

დ) უშუალოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა შემთხვევაში, დადგენილი თანხის  ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.

ე) ერთი და იმავე კატეგორიის ბენეფიციარის შემთხვევაში უპირატესად განიხილოს ის განცხადება, რომელშიც დამატებით წარმოდგენილია დამამძიმებელი გარემოებები მოქალაქის ჯანმრთელობისა და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

3. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტ