1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

2. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე).

3. დახმარება გაიწევა განცხადების ან სოციალური მუშაკის მოკვლევის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. ოჯახში ვიზიტს ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით  შექმნილი კომისია ან სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ოჯახის მდგომარეობას და საჭიროებას. კომისიის დასკვნის საფუძველზე ოჯახს  გაეწევა  შესაბამისი დახმარებ