1. დახმარება გაეწევათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი, დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ – თითოეულ ბავშვზე  100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული   დახმარება   გაიცემა   მუნიციპალიტეტის   მერის    ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზ