1. მოქალაქეს სტაციონარული ან ამბულატორიული მკურნალობისათვის დახმარება გაეწევა – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა; სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) მკურნალობისას – 1500 ლარამდე.
2. სამედიცინო გამოკვლევებისთვის – არაუმეტეს 500 ლარისა.
3. მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას:
ა) ეპილეფსია;
ბ) პარკინსონი;
გ) ბრონქიალური ასთმა;
დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია.
ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს.
4. იშვიათი დაავადების მქონე 1 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიკური საკვებით უზრუნველყოფა წლის განმავლობაში 3000 ლარამდე.
5. ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება წლის განმავლობაში 2000 ლარამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მეორე, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (პირველი პუნქტის შემთხვევაში);
ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (საჭიროების შემთხვევაში);
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;
ვ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
10. გამონაკლის შემთხვევაში, მერის წარმადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის ან მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დამატებით წარმოდგენილია სხვა დამამძიმებელი გარემოებები, დახმარების ოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც მასალები განსახილველად გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ. დახმარების განმეორებით ან დაწესებული ლიმიტის არეალის ზემოთ გაცემის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გასცეს დაწესებული დახმარების არაუმეტეს ორმაგი ოდენობა