1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახების,  რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა) და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500(ხუთას) ლარს.

3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი  ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშის მონაცემები;

დ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ