ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2014 წლის 20 აგვისტო ქ. გორი |
|
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 300 ლარისა;
ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის 10%-ით (რაც შეადგენს დარჩენილი თანადაფინანსების თანხის 50%). დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო
ანგარიშზე.
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათ. სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 70000-დან 100000-ჩათ. სარეიტინგო ქულა სამედიცინო დახმარების თანადათინანსება ,,მერიის’’ მხრიდან განისაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის მიხედვით წარმოდგენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა;
გ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების , რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის ვერცერთი პროგრამით, თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57000-ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არა უმეტეს 100 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე) გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ჩათ. სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი ააიპ - გორის საცურაო აუზზე თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
3. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ააიპ - გორის საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. მერიის შექმნილი ააიპ - საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, 50%-ის თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე ააიპ - გორის საცურაო აუზზე სულ 12 პროცედურა;
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მერი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ააიპ - საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება. ააიპ - საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა.
2. სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სიციალური სარეიტინგო ქულა.
5. სპორტსმენებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 500 ლარის ოდენობით.
3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს მერიას.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500(ხუთას) ლარს.
3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშის მონაცემები;
დ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი 0-18 წლის ასაკის შვილი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს დასკვნას მერისათვის წარსადგენად მოხსენებითი ბარათის სახით, გარდა ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6.სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.