სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2014 წლის 17 იანვარი ქ.სიღნაღი |
|
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის ქიმიოთერაპია, ჰორმონო და სხივური თერაპია 300 ლარამდე სრული ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან 2000 ლარამდე 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდეს ოპერაციის ღირებულების 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის თანხის ოდენობის და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი.
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან დადაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.
ე) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ა) სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 200 000-მდე დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.
ბ) იმ მოქალაქეებზე,რომელებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე,
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი,
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა,
დ) საბანკო ანგარიში.
-ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის დაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა.
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან
ე) ცნობა ექიმისგან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე);
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე,
ბ) პირადობის მოწმობის ასლი
გ) დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის არსებობის შესახებ
დ) შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი
ე) საბანკო ანგარიში;
ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პროგრამით და განესაზღვროს დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2000 ლარისა.
ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ თანხაზე მეტი განესაზღვროს დახმარება არაუმეტეს 2000 ლარისა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესი (დანართი #1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
დანართი #1ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული, აგრეთვე 1 წელზე მეტი ვადით რეგისტრაციის გარეშე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1.🔗
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება1.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:ა)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 57 000-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი – სტაციონარული და სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;ბ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა–სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევით.2.
ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.4.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებული სამედიცინო მომსახურეობამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 2.🔗
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, რომლებიც არ იმყოფებიან არცერთ სახელმწიფო პროგრამაში.1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .