1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასები