1. სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ)დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
დ) ხანძრის შემთხვევაში ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამართველოდან;
ვ) ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან;
ზ) სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან და აქტი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც(პირადი ნომრის მითითებით);
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ