თავისუფლებისა
და
ტერიტორიული
მთლიანობისათვის
მებრძოლთა
(
ვეტერანთა
)
ოჯახების
სოციალური
დახმარება
1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ