1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების,  რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა) და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500(ხუთას) ლარს.

3. ოჯახი, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი  ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშის მონაცემები;

დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ