„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2024 წლის 5 თებერვალი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში და აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული 211 და 212 მუხლები შეიცვალოს 201 და 202 მუხლებად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 201. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სათბობი მასალით დახმარება
1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და უმწეო ოჯახები.
2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სათბობი მასალით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე“.
,,მუხლი 202. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა
1. ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფასა და სოციალური სამრეცხაოს სერვისით სარგებლობას ექვემდებარებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, სოციალურად დაუცველი მოხუცები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოჯახების ცხელი სადილით უზრუნველყოფა განხორციელდეს კვირაში ექვსი დღე, ერთჯერადი კვებით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე (სადღესასწაულო დღეების ჩათვლით), ხოლო მუნიციპალიტეტის ოთხ ტერიტორიულ ერთეულში (ბაზალეთი,საღანძილე, ლაშე, ფარცხნალი) განხორციელდეს გამზადებული ცხელი საკვების მიწოდება კვირაში ორი დღე.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სერვისის გარდა, უკიდურესად გაჭირვებულ მოწყვლად ჯგუფებს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომართვიანობისა და მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.
4. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი უფასო კვებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე და მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის შესაბამისად“.
|