საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2018 წლის 11 იანვარი ქ. საჩხერე |
|
ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;
ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;
გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა;
დ)სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;
ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;
თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
ი) საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
კ) სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა;
ლ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჩხერე-პერევი, პერევი-საჩხერის მიმართულებით.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;
ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.
2.დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ქორწინების მოწმობის ასლი, შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის კანონისმიერი მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.
2. თანხის მიღებაზე და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ან/და მაჟორიტარი დეპუტატი.
3.მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ერთობლივი წერილობითი მომართვა;
ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და დეპუტატის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტი.
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ბენეფიციარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ვ) ინფორმაცია ბენეფიციარის საყოველთაო ჯანდაცვით ან სხვა სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის ან არსარგებლობის შესახებ;
ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის კვლევა, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ბენეფიციარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ვ) შშმ პირის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;
3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
დ) ექიმის დანიშნულების შესაბამისად გაცემული ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან;
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის უკმარისობის გამო გადის დიალეზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
დ) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში.
5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე
არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან
მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი), ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
დ) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ბენეფიციარის დაფინანსების შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციართა, საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში ყოველთვიურად გადამოწმებას უზრუნველყოფს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
2. დაზარალებულმა სტიქიური უბედურების დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოდან;
დ) ცნობა შსს, სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ხანძრის შესახებ;
ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში.
3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელ მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს – 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. სტუდენტმა ან მისმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი მშობელია, მშობლის პირადობის მოწმობის ასლიც;
დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტი);
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15 მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, მასზე, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ვ) საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტომასალა, დამოწმებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;
ვ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხის ჩარიცხვის შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მოადგილე.
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
ე) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე ვეტერანებზე (საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად), 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში;
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
დ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია როგორც ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, ასევე განმცხადებლის თავშესაფარის არქონის შესახებ;
დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი);
ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარსადგენად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სამსახური ამზადებს ბრძანების და საგარანტიო წერილის პროექტებს.
2. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016132).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი
დანართიეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეები