,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2022 წლის 29 ივლისი ქ. საჩხერე |
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი ს “ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15 მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, მასზედ, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ე) საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო მასალა, დამოწმებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.“.
ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი ს “ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხვევაში მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. დინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;
ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“.
|