„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2021 წლის 28 ივლისი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. შშმ პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)არასრულწლოვანის შემთხვევაში არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენელის არსებობის შემთხევავში, წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის  შესახებ;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ), სადაც განსაზღვრული იქნება შშმ პირის კონკრეტული დამხმარე საშუალების საჭიროება;

ზ) შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა (დედანი ან ელექტრონული ვერსია);

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარების შესახებ საჩხერის  მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანება ეგზავნება  მერიის საფინანსო- საბიუჯეტო  სამსახურს.

2.  დახმარება  გაიცემა  უნაღდო  ანგარიშსწორების ფორმით.

3. აღნიშნული წესის საფუძველზე გაცემული საგარანტიო წერილის ანაზღაურებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგინოს საგარანტიო წერილის გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხის ანაზღაურება არ განხორციელდება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი