საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. საჩხერე

 

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის #56 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 15/01/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  უპატრონო  მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი;

დ)  ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  (ფორმა  №100  დედანი  ან  ასლი,  დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე) ინფორმაცია ბენეფიციარის საყოველთაო ჯანდაცვით ან სხვა სადაზღვეო პაკეტით სარგებლობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) შშმ პირის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ზ) ვეტერანის შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;

თ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ი)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით,  სამედიცინო  დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოციათასი) ლარს.

2. საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულს მოქალაქეს   რომელსაც  ესაჭიროება:  სხვადასხვა  სახის  კვლევა, მიეცემა დახმარება ერთჯერადად,  არაუმეტეს  500  (ხუთასი)  ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო  მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბენეფიციარმა  ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარს/ბენეფიციარის ოჯახის წევრს და სამედიცნო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი;

დ)  ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  (ფორმა  №100  დედანი  ან  ასლი,  დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე) შშმ პირის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ვ) ვეტერანის შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

თ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  სამედიცინო  დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.”

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის უკმარისობის გამო გადის დიალეზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ბენიფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  (ფორმა  №100  დედანი  ან  ასლი,  დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში“. 

4.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,1. საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც  სტიქიური  უბედურების/ხანძრის შედეგად  დაეწვა  საცხოვრებელი  სახლი, მიეცემა დახმარება  6000  (ექვსიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით.“

5.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მოქალაქეს რომელსაც  შეეძინება  მეოთხე  ან/და  მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით)  1000 (ათასი) ლარის ოდენობით.    დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები;

დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტმა უნდა წარმოადგინოს:   

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მინდობილი პირის საბანკო ანგარიში.

 3.აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 700 (შვისადი) ლარამდე თანხის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელ მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 1000000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა),  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით.  სტუდენტმა ან მისმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი მშობელია მშობლის პირადობის მოწმობის ასლიც;

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ,   სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის  მუდმივ  საცხოვრებელ  ადგილად  მითითებული  იქნება  საჩხერის მუნიციპალიტეტი);

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.“

6.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ  შემთხევაში მიეცემა დახმარება  ერთჯერადად, არაუმეტეს  3000  (სამიათასი)  ლარამდე თანხის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა  სოციალური  მომსახურების  საგენტოდან  სარეიტინგო  ქულის  შესახებ,  ასეთის  არსებობის შემთხვევაში;

დ)  განსაკუთრებული  შემთხვევის  დამადასტურებელი  დოკუმენტი (დედანი) ყოველ  კონკრეტულ შემთხვევაში;

ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.”

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის  მე-6 პუნქტი ამოღებული იქნეს.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად   200  (ორასი) ლარის ოდენობით. შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ე)  უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.“

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის  მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით  ან  მამით  ობოლ  არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად  200  (ორასი) ლარის ოდენობით.  არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  გარდაცვალების შესახებ;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

ვ)  უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში;

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

დ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ე)  დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“

11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 10. საცხოვრებლით უზრუნველყოფა

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისათვის მიეცემა დახმარება ყოველთვიურად  250  (ორასორმოცდაათი) ლარამდე თანხის ოდენობით. ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც თვითონ არის რეგისტრირებული. დაინტერესებულმა პირმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

გ)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში მერის წარმომადგენლის    რეკომენდაცია, როგორც  ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, ასევე  განმცხადებლის თავშესაფარის არქონის   შესახებ;

დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი);

ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე