„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2020 წლის 3 აგვისტო ქ. ბოლნისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ , „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ „ღ“ „ყ“ „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“ პუნქტები:
„ნ) მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;
ო) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
პ) ადგილობრივ დონეზე, გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით;
რ) ახორციელებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;
ს) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;
ტ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება ჩამოყალიბების საკითხებზე;
უ) უზრუნველყოფს გენდერული სტატისტიკის წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს;
ქ) შეისწავლის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;
ღ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;
ყ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას;
შ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;
ჩ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;
ც) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;
ძ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის.
წ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“
3. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება.“
4. დადგენილების დაემატოს მე-111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება
1. გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ადგილობრივ დონეზე, გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
დ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით;
ე) ახორციელებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;
ვ) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;
ზ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება ჩამოყალიბების საკითხებზე;
თ) უზრუნველყოფს გენდერული სტატისტიკის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს;
კ) შეისწავლის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;
ლ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;
მ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას;
ნ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;
ო) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;
პ) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;
ჟ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის.
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ს) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.08.2020. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.158.016514.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №24, 03.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016514 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4954168/