1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;

ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე