პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ:

ა)  მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

ბ) ვეტერან ქალბატონებს (ომის მონაწილე), მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

2. ოზურგეთის მუიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან  150 001-მდეა, სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება,   კერძოდ:

ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, გაეწევათ ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის,  „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით;

ბ) ვეტერან ქალბატონებს გაეწევათ  ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე  პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით;

გ) მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს და შშმ ბავშვებს (18 წლამდე) გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით;

დ) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 200 ლარს, დაფინანსება მოხდება სრულად;

ე) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 200 ლარს, თანაგადახდა განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს სასწრაფო დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენციით, თანაგადახდა განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხი 80%, არაუმეტეს 1000 ლარისა.

ზ) იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ხარჯები სრულად ბეფეციარის ასანაზღაურებელია (არ არსებობს თანაგადახდა) დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს.

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2026 წლამდე რეგისტრირებული გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისათვის, მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება.

ა) ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ მედიკამენტებისა და  კვლევების  ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე) 100%,-ით;  დაფინანსება განხორციელდება ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში  არაუმეტეს 5000 ლარისა.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2026 წლამდე რეგისტრირებული ინსულინ დამოკიდებული (0-დან 18 წლამდე) შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების,  დახმარება. ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში გაეწევათ ფინანსური დახმარება, ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარისა.

5.  მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის

შესახებ;

ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი);

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა