პროგრამა ითვალისწინებს:
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარებას ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად.
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა, მათი გაძლიერების მიზნით.
პროგრამა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) სოციალური
საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფულადი დახმარება, სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად, თანხის ოდენობა განისაზღვროს საჭიროებიდან გამომდინარე, ერთ ბავშვზე არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით;
ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, პირველადი აუცილებელი საყოფაცხოვრებო/საოჯახო ნივთების შესაძენად, საჭიროებიდან გამომდინარე ერთ ოჯახზე არაუმეტეს 5000 ლარისა;
გ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, პირველადი აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად, საჭიროებიდან გამომდინარე ერთ ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარისა;
4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება. ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე.
5. დახმარებისათვის მოქალაქემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სტატუსი );
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში);
6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეებს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთ ბავშვზე 100 ლარის სასკოლო ნივთების შეძენა ( პენალი, ფლომასტერი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში, ფუნჯი და სხვა) განცხადებები განიხილება ბავშვთა განყოფილების მიერ ინდივიდუალურად.
7. პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა 2 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენმტაცია:
ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიანი ბაზიდან;
ე) ცნობა სკოლიდან რეგისტრაციის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში რეკვიზიტ