სოციალური დახმარების დასანიშნად ან/და მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას წარადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის/მოხსენებითი ბარათის მომზადებისთვის.
განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზ