1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის კურატორი მოადგილე სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის/ოქმის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
2 .გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდე