გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2019
საქმის ნომერი
330210118002321958
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5797-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 20-9 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - თა--------------ე

 

მოპასუხე - ნა----–------------ა

წარმომადგენელი - ილ-------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხის ნა----–------------ასთვის თა--------------ის სასარგებლოდ ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 1- 300 აშშ დოლარისა და კომუნალური დავალიანების 746 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 20-6 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თა--------------ემ მზ------------ისგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, მა----–-–---–ის №9, ბინა №13. ამ პერიოდში აღნიშნულ უძრავ ქონებას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ნა----–------------ა ოჯახთან ერთად.

 

ბინის შეძენის შემდეგ ქირავნობის ხელშეკრულება ნა----–------------ასთან არ შეწყვეტილა, გაგრძელდა ზეპირი ფორმით და იმავე პირობებით 20-7 წლის მაისამდე. ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენდა 1 200 აშშ დოლარს. 20-7 წლის მაისიდან შეიცვალა ხელშეკრულების პირობა და 20-8 წლის იანვრამდე ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარით.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მზ------------ის მიმართ დამქირავებელს გააჩნდა დავალიანება 10 800 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ნა----–------------ამ 20-6 წლის 24 ნოემბერს შედგენილ ხელწერილით აღიარა. აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის უფლება მზ------------ემ დაუთმო თა--------------ეს.

 

ზეპირი ფორმით გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება გაგრძელდა 20-8 წლის 8 იანვრამდე, ამ პერიოდში ნა----–------------ას წარმოეშვა დავალიანება 1- 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

20-7 წლის ზაფხულის პერიოდში დამქირავებელმა ნაწილობრივ, 10 500 აშშ დოლარის ფარგლებში დაფარა დავალიანება. დარჩენილი თანხის 1- 300 აშშ დოლარი დამქირავებელს არ გადაუხდია. 20-8 წლის 8 იანვარს მოსარჩელეს ბინა დახვდა დაკეტილი. ვალდებულების შესრულებისათვის მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ათდღიანი ვადა ვალდებულების შესრულების მიზნით, თუმცა შეტყობინება არ ჩაბარდათ.

 

ამასთან, გადაუხდელი კომუნალური ხარჯების დავალიანება 20-7 წლის ნოემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგენს 746 ლარს.

 

ამდენად, ნა----–------------ას დავალიანება თა--------------ის მიმართ შეადგენს ქირის სახით გადასახდელ თანხას 1- 300 აშშ დოლარსა და კომუნალურ დავალიანებას - 746 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 20-4 წლის 25 აგვისტოს ზეპირი ფორმის ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა არა ნა----–------------ასთან, არამედ მის მეუღლეს ელჩინ იუსუბოვასა და თა--------------ეს შორის. შეთანხმების საფუძველზე მოპასუხემ ოჯახთან ერთად დაიწყო დაქირავებულ ბინაში ცხოვრება.

 

20-6 წლის 24 ნოემბერს, შექმნილი ვითარების გამო, ნა----–------------ას მოუწია ეღიარებინა ვალი ქმრის ნაცვლად. ამდენად, ნა----–------------ას მოსარჩელის მიმართ ქირავნობის ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულებები არ წარმოშობია.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ აღიარებული დავალიანების უმეტესი ნაწილი გადახდილი აქვს, დანარჩენ დავალიანებსა და კომუნალურ დავალიანებას კი დაფარავდა.

 

20-9 წლის 18 იანვარს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა 300 აშშ დოლარის ნაწილში ცნო (იხ. 20-9 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 17:26:22).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. თა--------------ე 20-6 წლის 20 დეკემბრიდან ირიცხება მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე თბილისი, ქუჩა ედ-–-რ მა----–-–---–ი, №9, №13 ბინა, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.1--.0-.5--; უფლებისა დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2016 წლის 16 დეკემბერი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36).

 

3.1.2. 20-6 წლის 24 ნოემბრის ნა----–------------ას ხელწერილის (დადასტურებული მისივე ხელმოწერით) თანახმად, ნა----–------------ამ 20-4 წლის 25 აგვისტოს „ქირავნობით აიღო“ საცხვორებელი ბინა, მდებარე თბილისი, მა----–-–---–ის №9, ბინა №13 და იგი ყოველთვიურად იხდიდა 1 200 აშშ დოლარს;

 

ამავე ხელწერილის თანახმად, 20-6 წლის მარტიდან შექმნილი პრობლემების გამო, ნა----–------------ამ შეაჩერა ბინის ქირის გადახდა, რის გამოც გააჩნდა 9 თვის გადაუხდელი ქირით დაგროვილი დავალიანება (20-6 წლის ნოემბრის მდგომარეობით), ჯამურად 10 800 აშშ დოლარი.

 

ხელწერილის ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).

ნა----–------------ას ხელწერილი (ს.ფ. 37-38).

 

3.1.3. 20-6 წლის 16 დეკემბერს მზ------------ესა (მოთხოვნისა და უფლების დამთმობი) და თა--------------ეს შორის (მოთხოვნისა და უფლების მიმღები) გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნისა და უფლების დათმობის შესახებ, რომლის თანახმად დამთმობმა მიმღებს დაუთმო ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და უფლება უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ქუჩა ედ-–-რ მა----–-–---–ი, №9, №13 ბინა, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.1--.0-.5--.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).

20-6 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება მოთხოვნისა და უფლების დათმობის შესახებ (ს.ფ. 39)

 

3.1.4. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ ხელწერილით აღიარებული 10 800 აშშ დოლარიდან 10 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა.

 

მოპასუხე მხარემ დავალიანება 300 აშშ დოლარის ოდენობით (ხელწერილით აღიარებული თანხიდან) ცნო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 135-138).

სხდომის ოქმი (საქ. ფ. 169, 17:26:22).

 

3.1.5. დამქირავებლის მიერ მოხმარებული კომუნალური დავალიანება (მოხმარებული ელექტროენერგიის სახით) შეადგენს 746 ლარს.

 

მოპასუხე მხარეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია კომუნალური ხარჯის სახით 746 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეეთა შეთანხმება ითვალისწინებდა დამქირავებლის მიერ კომუნალური ხარჯების გადახდას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).

აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 69).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 136).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ნა----–------------ა წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ქუჩა ედ-–-რ მა----–-–---–ი, №9, №13 ბინის, დამქირავებელს 20-4 წლის 25 აგვისტოდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე; აღნიშნულ უძრავ ქონებას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ნა----–------------ა 20-8 წლის იანვრამდე.

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მასა და თა--------------ეს შორის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების/არსებობის ფაქტი და მიუთითა, რომ მას არ გააჩნია სამართლებრივი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რამდენადაც, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ნა----–------------ას მეუღლესა და მზ------------ეს შორის; მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე დაქირავებულ ბინას ფლობდა 20-8 წლის იანვრამდე და მიუთითა, რომ ნა----–------------ა დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა 20-6 წლამდე.

 

მოსარჩელემ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, წარმოადგინა ნა----–------------ას 20-6 წლის 24 ნოემბრის ხელწერილი (დადასტურებული მისივე ხელმოწერით), რომლის მიხედვით მოპასუხე ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ 20-4 წლის 25 აგვისტოს „ქირავნობით აიღო“ საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისი, მა----–-–---–ის №9, ბინა №13 და ყოველთვიურად იხდიდა 1 200 აშშ დოლარს; ხელწერილის ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

20-8 წლის 19 თებერვალს მომზადებული დასკვნის (ჩატარებული ინვენტარიზაციის ანგარიში) თანახმად, ინვენტარიზაციის საგანს წარმოადგენდა მატერიალური ფასეულობები, რაც განთავსებული იყო თბილისში, მა----–-–---–ის №9-ში მდებარე №13 საცხოვრებელ ბინაში, ხოლო დასკვნაში აღწერილი მოძრავი ნივთების კუთვნილება მოპასუხე ნა----–------------ასადმი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, აღსანიშანვია, რომ დასკვნაში აღწერილ ნივთებზე განხორციელდა ყადაღის დადება განსახილველ დავაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით.

 

მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოადგენილი 20-8 წლის 16 მარტის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეაგირების ოქმით (ს.ფ. 176-177) დასტურდება, რომ გამოძახების საფუძველზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ თბილისში, მა----–-–---–ის №9-ში მდებარე №13 ბინაში; გამოძახება უკავშირდებოდა დამქირავებელ ნა----–------------ასა და გამქირავებელ თა--------------ეს შორის დამქირავებლის - ნა----–------------ას კუთვნილი ნივთების გატანასთან დაკავშირებით შეთანხმებას. აღნიშნულ რეაგირების ოქმში თა--------------ე მოხსენიებულია გამქირავებლად, ხოლო ნა----–------------ა - დამქირავებლად. რეაგირების ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს მხარეებმა თა--------------ემ და მოპასუხე ნა----–------------ას წარმომადგენელმა ილ-------------ემ.

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ ზა------------–--ემ, ვინც ცხოვრობს იმავე სადარბაზოში, სადაც მდებარეობს ქირავნობის საგანი, განმარტა, რომ ნა----–------------ა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, მა----–-–---–ის №9-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში (№13); ზა------------–--ე უძღვებოდა ტექნიკური საკითხების მოგვარებას (როგორიცაა ლიფტის გამოსაყენებლად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ან/და საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მოსაპირკეთებლად განსაზღვრული თანხის შეგროვებას და სხვა.), რა დროსაც მას ყოველთვიურად უხდებოდა მაცხოვრებლებთან, მათ შორის, მოპასუხე ნა----–------------ასთან შეხვედრა და კომუნიკაცია, საჭიროების შემთვევაში, ნა----–------------ა იხდიდა თანხას, მისი დაქირავებულ ბინაში ცხოვრების პერიოდში (2019 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:31:05-17-37-40).

 

სასამართლოს, სსსკ-ის 102-ე და 1---ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენების ურთიერშეჯერების შედეგად, დადგენილად მიაჩნია, რომ ნა----–------------ა 2014 წლის 25 აგვისტოდან წარმოადგენდა თბილისში, მა----–-–---–ის №9-ში მდებარე №13 საცხოვრებელი ბინის დამქირავებელს, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებას ნა----–------------ა ფლობდა 2018 წლის იანვრამდე; მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება საპირწონე მტკიცებულებებით.

 

3.2.2. ნაზილ იუსუბოვას მიერ, თბილისში, მა----–-–---–ის №9-ში მდებარე №13 საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თა--------------ის წინაშე გადასახდელი დავალიანება 20-6 წლის დეკემბრიდან 20-7 წლის დეკემბრის ჩათვალით შეადგენს 1- 000 აშშ დოლარს.

 

20-6 წლის 24 ნოემბრის ნა----–------------ას ხელწერილით დადასტურებულია, რომ ქირის ოდენობა განისაზღვრებოდა 1200 აშშ დოლარით. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 20-7 წლის მაისის თვიდან (დეკემბრის ჩათვლით) ქირის ღირებულება შემცირდა და წარმოადგენდა 1000 აშშ დოლარს (იხ, 20-9 წლის 1- ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი17:1-:05). აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა.

 

როგორც დადგენილია (3.2.1 ფაქტობრივი გარემოება), დამქირავებელი ნა----–------------ა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა დაქირავებულ საცხოვრებელ ფართს 20-4 წლის 25 აგვისტოდან 20-8 წლის იანვრამდე, ამასთან, 20-6 წლის დეკემბრამდე არსებული დავალიანებიდან მოპასუხემ აღიარა გადასახდელი დავალიანება 300 ლარი, რაც არ არის სადავო. 20-6 წლის დეკემბრის თვიდან 20-7 წლის აპრილის თვის ჩათვლით ყოველთვიური ქირა განისაზღვრებოდა 1200 აშშ დოლარით, ხოლო 20-7 წლის მაისიდან 20-7 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1000 აშშ დოლარით, ამდენად, 20-6 წლის დეკემბრის თვიდან 20-7 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ქირის ჯამური ღირებულება შეადგენს 1- 000 აშშ დოლარს.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით (გზავნილებით) არ დგინება დამქირავებლის ნა----–------------ას მიერ გამქირავებლის სასარგებლოდ ქირის საფასურის გადახდის ფაქტი, რასაც სასამართლო სსკ-ის 429-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლების შესაბამისად, სადავო გარემოების დადგენისას (დავალიანების ოდენობის განსაზღვრისას) ვერ მიიღებს მხედველობაში.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 1- 000 აშშ დოლარისა დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თა--------------ის სარჩელი მოპასუხე ნა----–------------ას მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე, 553-ე, 572-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნა----–------------ა 20-4 წლის 25 აგვისტოდან, ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ქუჩა ედ-–-რ მა----–-–---–ი, №9, №13 ბინის, დამქირავებელს.

 

დადგენილია, რომ თა--------------ე 20-6 წლის 20 დეკემბრიდან ირიცხება მესაკუთრედ აღნიშნული უძრავი ქონებისა.

 

ამასთან, დადგენილია, რომ ნა----–------------ამ 20-6 წლის 24 ნოემბერს აღიარა გამქირავებლის, მზ------------ის წინაშე არსებული დავალიანება (20-6 წლის ნოემბრის მდგომარეობით), მზ------------ემ, კი თავის მხრივ, მას შემდეგ, რაც თა--------------ე აღირიცხა გაქირავებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, 20-6 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულბით, დაუთმო მოთხოვნის უფლება ახალ მესაკუთრეს, სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად.

 

თა--------------ის საკუთრებაში უძრავი ნივთის აღრიცხვამდე, ქირავნობიდან გამომდინარე დამქირავებლის გადაუხდელი დავალიანებიდან (მოთხოვნის უფლებით დათმობილი) მოპასუხემ აღიარა დარჩენილი 300 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რა ოდენობასაც ხელწერილიდან გამომდინარე მოითხოვს მოსარჩელე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 300 აშშ დოლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაოქ კოდექსის 572-ე მუხლის მიხედვით, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს გამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში ქირავნობის ურთიერთობაში შემძენის შემოსვლას და მისი მიზანია ასევე დამქირავებლის ინტერესების დაცვა ქირავნობის ხელშეკრულების შენარჩუნებით. ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემასთან ერთად ქირავნობის სამართლებრივ ურთიერთობაში გამქირავებლის ადგილს ავტომატურად იკავებს შემძენი და ამ უკანასკნელზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები (არსებული ხელშეკრულების შინაარსით).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20-6 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის მესაკუთრე გახდა თა--------------ე. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ქირავნობის ურთიერთობაში ქირავნობის საგნის შემძენის შემოსვლის წინაპირობები: დამქირავებელსა და გამსხვისებელს (მზ------------ე) შორის 20-4 წლის 25 აგვისტოდან არსებობდა ძალმოსილი ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა; ამასთან, ეს ურთიერთობა სახეზე იყო ქირავნობის საგნის გასხვისების ანუ გამქირავებელის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების თა--------------ეზე მომენტში. ამდენად, ქირავნობის ხელშეკრულება გაგრძელდა და დამქირავებლის ადგილი ნაცვლად მზ------------ისა, დაიკავა თა--------------ემ, შესაბამისად, ამ უკანასკნელზე გადავიდა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

 

მოპასუხე ნა----–------------ა 20-4 წლის 25 აგვისტოდან ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ქირავნობის საგანს 20-8 წლის იანვრამდე. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს 20-6 წლის დეკემბრიდან 20-7 წლის დეკემბრის ჩათვლით დაგროვილი ქირის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. დადგენილია, რომ აღნიშნულ პერიოდში ქირის ჯამური ღირებულება შეადგენდა 1- 000 აშშ დოლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 531-ე და 572-ე მუხლების თანახმად, დამქირავებელი მოპასუხე ნა----–------------ა ვალდებულია გამქირავებელს თა--------------ეს გადაუხადოს 20-6 წლის დეკემბრიდან 20-7 წლის დეკემბრის ჩათვლით გადაუხდელი ქირის დავალიანება 1- 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს ასევე მის მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას.

 

სსკ-ის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.

 

მუხლის ნორმები ადგენს ქირისა და დამატებითი ხარჯების გადახდის წესებს. თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები დისპოზიციურია და ისინი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

დამატებით ხარჯებს წარმოადგენს დამქირავებლის ყველა ის შესრულება, რომელთა გადახდის მოთხოვნაც შეიძლება ქირავნობის საგნის სარგებლობისათვის გადასახდელ ქირის ძირითად თანხას თან ერთად, მათ შორის, მაგ., ინტერნეტის, საკაბელო თუ გათბობის ხარჯები. დამქირავებლის ინტერესებიდან გამომდინარე 553.2 ნორმა ადგენს, რომ, როგორც წესი, დამატებითი ხარჯების გადახდა დამქირავებელს არ ეკისრება, თუმცა, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე. ამდენად, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმდნენ ნორმის საწინააღმდეგო წესზე ანუ იმაზე, რომ დამქირავებელს ეკისრება დამატებითი ხარჯები, მაშინ ეს უკანასკნელი არ იქნება ვალდებული მათ გადახდაზე.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა სპეციალური შეთანხმება დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრების პერიოდში დარიცხული კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შესახებ (რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან), რითიც მხარეთა შეთანხმებით მოდიფიცირებული იქნა სსკ-ის 553.2 მუხლის დისპოზიციური დანაწესი. დადგენილია, რომ დამქირავებლის მიერ მოხმარებული კომუნალური დავალიანება (მოხმარებული ელექტროენერგიის სახით) შეადგენს 746 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოხმარებული კომუნალური დავალიანების 746 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები, რის შესაბამისად, მოპასუხე ნა----–------------ა ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელე თა--------------ეს 746 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 057.82 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (300 აშშ დოლარის ნაწილში), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილის პროპორციული ბაჟი 22.18 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, ამდენად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ნა----–------------ას მოსარჩელე თა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1- 300 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხე ნა----–------------ას მოსარჩელე თა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 746 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ნა----–------------ას მოსარჩელე თა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე ნა----–------------ას მოსარჩელე თა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 1 057.82 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე თა--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1, 080.00 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0) დაუბრუნდეს 22.18 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე