1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

2. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობი