„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №84 |
|
2018 წლის 9 ნოემბერი ქ. გორი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების მე-2-მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი” დანართი №1-ის შესაბამისად.“
დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად“.
დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №3-ის შესაბამისად“.
დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის, გაფუჭებული, უვარგისი, მოწმობების აღრიცხვისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად“.
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი დანართი №5-ის შესაბამისად“.
|
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა –„სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
2. გარე რეკლამის გეგმას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გარე რეკლამის გეგმის პროექტს ამზადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს გორის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
4. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება გორის მუნიციპალიოტეტის მერის ინიციატივით.
3.. გარე რეკლამის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
4. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
5. გორის მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს თავის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე – www.eauction.ge აუქციონის შესახებ ინფორმაციას.
6. გორის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილა გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იმავე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.
7. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შედეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად;
9. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ყველა ინფორმაცია.
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის გეგმით.
3. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა №
ეძლევა -----------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მიმღების სახელი, გვარი, მისამართი)
საფუძველი:------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა:------------------------ დან ------------------------- მდე
გაცემულია 20 წლის -------------------
სანებართვო პირობები
ნებართვის მიმღების ხელმოწერა: -----------------------------------
ნებართვის გამცემის ხელმოწერა: ------------------------------------
დანართი №3
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკის სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში მერია), რომელიც ვალდებულია სანებართვო მოწმობა რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
3. სანებართვო მოწმობის ფორმა შეიცავს დამცავ ნიშნებს.
4. სანებართვო მოწმობის ფორმა დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
2. სანებართვო მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო მოწმობის რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №4-ის თანახმად.
3.სავალდებულოა გარე რეკლმის სანებართვო ელექტრონული ჟურნალის წარმოება.
4. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
5. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
6. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სანებართვო მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერს.
2. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
2. სანებართვო მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. სანებართვო მოწმობის მფლობელმა ნებართვის დუბლიკატის მისაღებად სანებართვო მოწმობის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. სანებართვო მოწმობის გამცემ ეკონომიკის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო მოწმობის რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში)
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №5) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაფუჭებული, უვარგისი, მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი
|
დანართი №5
აქტი № ------------ გორის მუნიციპალიტეტი ---------------------- ------------- 20 წელი გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი გარე რეკლამის განთავსების უვარგისი ნებართვის ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი--------- |