„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა, გადახდის ინსტრუქციის,გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.148.016360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2017 წლის 16 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19/02/2015; 210020010.35.148.016251) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული დანართი №4 შეიცვალოს ახალი №4 დანართით (დანართი №4 თან ერთვის 3 ფურცლად).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი №4
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
. გორი                                                                                                              „---  ------2017 წ.

ჩვენ, ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ანესაშვილის (2016 წლის 30 ივნისის ბრძანება №1-540) სახით, შემდგომში „გორის მუნიციპალიტეტი“, ხოლო მეორე მხრივ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(გვარი,სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი. საიდენტ. კოდის №/მისი მესაკუთრე/მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი, შემდგომში „ობიექტად“ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ ------------------------------ (ობიეტის დასახელება) ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

1. გორის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების 1-ლ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ან შესაბამისი პირის მეშვეობით.

2. გორის მუნიციპალიტეტი ობიექტიდან ნაგვის გატანას უზრუნველყოფს ---------------------------- განმავლობაში (მიეთითოს რა ინტენსივობით თვეში ან დღეების მითითებით)

3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია გორის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საწარმოს, ორგანიზაციისა და სავაჭრო ობიეტის შესახებ, რაც ითვალისწინებს მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

4. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია გორის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით) მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად, ან ნაწილობრივ შეჩერების, ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.

7. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.

8. ობიექტი ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელობის შემთხვევევაში წერილობით მიმართოს გორის მუნიციპალიტეტს და მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

მუხლი 3. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ  განხორციელებულ  ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.

3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა.

მუხლი 4. ანგარიშსწორების პირობები

1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე შეადგენს 5 (ხუთი) ლარს, რომელიც უნდა გადახდილ იქნეს TRESGE22 სახაზინო კოდი: 300843189.

2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის 4 დადგენილებით და განისაზღვრება  -------------------------------------------------------------------- /ზომის ერთეული/ .

3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება -------------  ლარით. 

4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს წერილობით ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.

მუხლი 5. დავები და მათი გადაწყვეტის წესი

1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი შეთანხმების  საფუძველზე.

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. ფორსმაჟორი

1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.

2. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.

მუხლი 7. სხვა პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდგომ ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი გარკვეული პირობების შეცვლაზე ან შეწყვეტაზე.

3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება.

მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა  

მის.: ქ. გორი, გ. ფერაძის №5, ს/კ 218083758

-----------------------------------------------------

ზედამხედველობის სამსახურის

უფროსი ზვიად ანესაშვილი

-----------------------------------------------------

-----------------------------------------------------

----------------------------------------------------- -----------------------------------------------------