„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2023 წლის 30 მაისი ქ. დედოფლისწყარო |
|
დანართი
წ ე ს ი
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.
2. წინამდებარე წესის მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
1. პოლიგრაფიული საწარმო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას.
2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების სტამბიდან ჩაბარების უფლება აქვს მინდობილობით აღჭურვილ პირს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტით და 2093 მუხლით (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭიროა ადმინისტრაცილი წარმოების ჩატარება) გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ამ დადგენილებით დამტკიცებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (დანართი 1).
1.ზედამხედველობის სამსახური თანამშრომლისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ოქმებს ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3).
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 4).
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სარეგისტრაციო ჟურნალში.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
6. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტით (დანართი 5).
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ვალდებულია იმოქმედოს ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, სწორად და ხარისხიანად შეავსოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელს დაეკისრება პასუხისმგებლობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.